“ოცნებამ” UN Tourism-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა — მ

“ოცნებამ” UN Tourism-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა — მ

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა ოცნების ხელისუფლებამ საკუთარი გადაწყვეტილებით მოხსნა და მის ნაცვლად მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს. ოცნების ხელისუფლების მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა ოცნების ხელისუფლებამ წარადგინა, თუმცა მოგვიანებით მისი კანდიდატურა თავისივე გადაწყვეტილებით გაიწვია. “სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა. აქვე ვადასტურებთ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს”, — ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მანამდე გამოცემა The Diplomat-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო გაიწვევდა ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურას და მის ნაცვლად მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს დაუჭერდა. The Diplomat-ის თანახმად, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება გარკვეულწილად არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან (UAE) დადებული ფარული შეთანხმების ნაწილია. გარდა ამისა, მათი თქმით, ამ ნაბიჯმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებში, ვინაიდან საქართველო რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობს. “ამ ნაბიჯმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია საერთაშორისო ტურისტულ საზოგადოებაში, რადგან, როგორც ჩანს, ეს საქართველოს სტრატეგიულ გაერთიანებას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციასთან. გენერალური მდივანი პოლოლიკაშვილი ხელმძღვანელობდა მთელ პროცესს, რომელმაც შეაჩერა რუსეთის წევრობის შეჩერება აღნიშნულ ორგანიზაციაში 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ — ეს იყო თამამი პოზიცია, რომელმაც პრეცედენტი შექმნა გაეროს სისტემაში. მისი ქმედებები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ მნიშვნელოვან მორალურ პოზიციად იქნა მიჩნეული, განსაკუთრებით ახლა, როდესაც რუსეთი არ დათანხმდა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტას”, — წერს გამოცემა. ცნობისათვის, 2009–2011 წლებში ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების განვითარების მინისტრი იყო. 2018 წლის 1-ელი იანვრიდან კი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *