“გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში “ოცნება” ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას და ამას აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა.
ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ საქართველოს მიღწევის – ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად”, – განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, როგორც პარლამენტის ვიცესპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა, თუ უვიზოდ მიმოსვლის კომფორტი წინააღმდეგობაშია პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი დარჩება პატრიოტად.
შალვა პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ მას უვიზო მიმოსვლაზე, საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე ნეგატიური გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირს ამჟამად უვიზო რეჟიმი აქვს 61 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან. ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ, უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონაში 90 დღით, 180 დღის განმავლობაში. საქართველომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას 2017 წლის მარტში მიაღწია.