ამას გარდა, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენა განხორციელდება საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის შემოწმებით ფრენის დაწყების წინ. ამ ეტაპზე ალკოჰოლზე ეკიპაჟის წევრებს თავად ავიაკომპანიები ამოწმებენ.
კანონით თუ საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი არ ეთანხმება ტესტირების შედეგებს, იგი უფლებამოსილია ტესტირების ჩატარებიდან არაუმეტეს ორი საათისა სისხლში ეთანოლის შემცველობის დასადგენად ექსპერტიზა ჩაიტაროს ერთ-ერთ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებაში:
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და ბიუროს ტერიტორიული ორგანოებში;
- ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლიცენზიის მქონე სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებებში.
კოდექსში ასევე დაზუსტდება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ტერმინის განმარტებაც. ახალი რედაქციით, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი − საფრენი აპარატი არის არაუმეტეს 2 სავარძლისა და რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა ხმელეთის ზედაპირიდან ექსპლუატაციისას არ აღემატება 600 კგ-ს, ხოლო წყლის ზედაპირიდან ექსპლუატაციისას − 650 კგ-ს და რომლის კლასიფიცირებას და დამატებით ტექნიკურ მახასიათებლებს განსაზღვრავს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
ცვლილების შემდეგ ამოიღებენ 291 მუხლსაც, რომელიც საავიაციო პერსონალის ჩაცმულობას ეხება. მოქმედი წესით და ამ უნიფორმის ნიმუშების ნუსხას სააგენტო ამტკიცებდა. კანონპროექტში წერია, რომ ეს ნორმა მოძველებული იყო, რადგან ეკიპაჟის და ტექნიკური პერსონალის სპეციალური ფორმები უშუალოდ ავიაკომპანიის მიერ დგინდება.