„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მდინარაძემ განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც განახლება.
„თავდაპირველად ჩატარდება რეგიონული კონფერენციები, როგორც ხდება ხოლმე და შემდეგ უკვე გაიმართება „ქართული ოცნების“ ყრილობა, სადაც არჩეული იქნება „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე. ასევე, განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა. მცირედით, მაგრამ განახლება იქნება. დეტალები, როგორც ყრილობის თაობაზე, ასევე, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე, მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება არჩევნებისთვის, რომელშიც ჩართული იქნება პარტიული სტრუქტურის ყველა რგოლი.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც უმრავლესობის ფორმატში იყო მსჯელობა, ეხება პარტიის ყრილობის გამართვის საკითხს. თავდაპირველად ჩატარდება რეგიონული კონფერენციები და შემდეგ გაიმართება „ქართული ოცნების“ ყრილობა, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობა შეთანხმდა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადა გაგრძელდება 5 ივნისამდე.