ოცნების ხელისუფლებამ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი შექმნა. ამის შესახებ ოცნების ხელისუფლების ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. ოცნების ხელისუფლებამ აშშ-ს მსგავსად მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი შექმნა. ამის შესახებ ოცნების ხელისუფლების ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ უხელმძღვანელებს დეპარტამენტს. მისი თქმით, შეიქმნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ასევე კომუნიკაცია შედგა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, სადაც რეალურ დროში აუდიტი დაინერგება. “მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური გახდება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, სადაც რეალურ დროში აუდიტი დაინერგება. თუკი აქამდე ხდებოდა განვლილი წლების აუდიტი, ახლა უკვე შესაძლებელი იქნება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეფასებები გააკეთოს მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს ძალიან წაადგება საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან ხარჯვას, ასევე ნებისმიერ სფეროში უფრო ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას შეუწყობს ხელს, იქნება ეს ენერგეტიკული მიმართულება, ქონების მართვა თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენი მმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და სწორედ ამ ორი ძირითადი პრინციპის გაძლიერებას ემსახურება ახალი მექანიზმის შექმნა”, — განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა. ცნობისათვის, აშშ-ში მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი (DOGE) პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ 2025 წლის 20 იანვარს გამოქვეყნებული აღმასრულებელი ბრძანებით შეიქმნა და მისი ხელმძღვანელი მილიარდერი ილონ მასკია. დეპარტამენტის მიზანია ფედერალური ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მოდერნიზაცია მთავრობის ეფექტურობისა და ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით. მენეჯმენტის თქმით, DOGE პასუხისმგებელია არაეფექტური და თაღლითური ფედერალური ხარჯების შემცირებაზე, გადაჭარბებული რეგულირების აღმოფხვრაზე და სამთავრობო უწყებების მუშაობის გამარტივებაზე. ორგანიზაციის ოპერირება 2026 წლის 4 ივლისამდეა გაწერილი.
“ოცნების” ხელისუფლებამ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი შექმნა
