პაველ დუროვი $14 მილიარდის ქონებას თავის 100-მდე შვილს დაუტოვებს

პაველ დუროვი $14 მილიარდის ქონებას თავის 100-მდე შვილს დაუტოვებს
Telegram-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, 40 წლის ანტრეპრენიორმა პაველ დუროვმა განაცხადა, რომ საკუთარი 14 მილიარდი დოლარის ქონებას ის 100-ზე მეტ შვილს გადასცემს – როგორც ბიოლოგიურ, ისე სპერმის დონაციით გაჩენილ შთამომავლებს.

დუროვს ამჟამად ოფიციალურად ექვსი შვილი ჰყავს, სამი სხვადასხვა პარტნიორისგან. თუმცა როგორც ის აცხადებს, ბოლო 15 წლის განმავლობაში მსოფლიოს 12 ქვეყანაში სპერმის დონაციით 100-ზე მეტი შვილის შობაში მიიღო მონაწილეობა. დუროვი ამ ნაბიჯს საკუთარ “მოქალაქეობრივ ვალდებულებად” მიიჩნევს, რადგან, მისი აზრით, “მაღალი ხარისხის გენეტიკა” კაცობრიობისთვის საჭიროა.

Telegram-ის დამფუძნებელმა შექმნა სპეციალური მემკვიდრეობის სისტემა, რომლის თანახმად, ყველა შვილი თანაბარ წილს მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ქონების რეალურ მფლობელებად ისინი მხოლოდ 30 წლის ასაკიდან გახდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრეობაზე წვდომა დაახლოებით 2055 წლიდან გახდება შესაძლებელი. დუროვის აზრით, ეს მათ საშუალებას მისცემს, დამოუკიდებელი გამოცდილება მოიპოვონ და ღირსეულად ჩამოყალიბდნენ, სანამ ფინანსურ ძალაუფლებას მიიღებენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *