პაკისტანისთვის “წყლის ხელშეკრულების” შეჩერების შემდეგ, ინდოეთმა ჰესების პროექტებზე განაახლა

პაკისტანისთვის “წყლის ხელშეკრულების” შეჩერების შემდეგ, ინდოეთმა ჰესების პროექტებზე განაახლა
“მას შემდეგ, რაც ინდოეთმა პაკისტანს წყლის მიწოდება შეუზღუდა, ქაშმირის ჰიმალაის რეგიონში ქვეყანამ წყლის ელექტროსადგურთა რეზერვუარების მოცულობის გაზრდა დაიწყო”, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

აღნიშნული ქმედება პირველი ნაბიჯია ინდოეთის მხრიდან, რომელიც 1960 წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიღმა ხორციელდება. მიუხედავად არაერთი კონფლიქტისა, ინდოეთი და პაკისტანი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს ათწლეულების განმავლობაში იცავდნენ. წყალი, რომლითაც ინდოეთი მეზობელს ამარაგებდა, პაკისტანის ფერმათა 80%-ს ხმარდებოდა. აპრილის ბოლოს ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ კი, რასაც 26 ადამიანი ემსხვერპლა, ნიუ-დელიმ პასუხისმგებლობა ისლამაბადს დააკისრა და შეთანხმება გააუქმა.

ნალექის მოსაშორებლად წყალსატევების გამორეცხვის პროცესი წყლის უმსხვილესმა ინდურმა კომპანიამ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა NHPC-მ 6 მაისს დაიწყო.

ერთ-ერთი წყაროს თანახმად, თავდაპირველად პროცესი იწვევს წყალსაცავებიდან ქვემოთ ნალექით დატვირთული წყლების გამოყოფას იწვევს, რამაც შესაძლოა უეცარი დატბორვა გამოიწვიოს, რასაც წყალსაცავების შევსებისას წყლის ნაკადის შემცირება მოჰყვება. ინდოეთის ეს ნაბიჯი პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის პაკისტანს, რომლის წყალმომარაგებაც ინდოეთის მდინარეების ნაკადებზეა დამოკიდებული, თუმცა თუ მსგავსი პროცესები სხვა კაშხლებზეც გაგრძელდება, რისკი იზრდება.

როგორც ცნობილია, ინდოეთს სამუშაოების დაწყებამდე პაკისტანისთვის არ მიუმართავს, რასაც წყლის შეთანხმება კრძალავს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *