პაკისტანმა ირანთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტა

პაკისტანმა ირანთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტა
ისრაელთან დაპირისპირების ფონზე, პაკისტანმა ირანთან ყველა სასაზღვრო პუნქტი განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტა. 15 ივნისს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანიდან პაკისტანის 450-მდე მოქალაქე გამოიყვანეს.

13 ივნისს ისრაელი თავს დაესხა ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს. პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო. თეირანში აცხადებენ, რომ ისრაელის ავიაცია სამოქალაქო ობიექტებსაც ბომბავს. ისრაელის სამხედრო თავდასხმის შედეგად მოკლული არიან ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები.

ბოლო ცნობებით, სარაკეტო თავდასხმების შედეგად ისრაელში დაღუპულია 14 ადამიანი, ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კი 13 ივნისიდან დღემდე, თავდასხმას 224 ადამიანი ემსხვერპლა, ათასზე მეტი კი ჰოსპიტალიზებულია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *