„პალეკარტე“ თბილისში მეორე ფილიალის გახსნას გეგმავს

„პალეკარტე“ თბილისში მეორე ფილიალის გახსნას გეგმავს

მამაკაცის ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული კომპანია „პალეკარტე“ გაფართოებას განაგრძობს და თბილისში მეორე ფილიალის გახსნას გეგმავს.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, აბო მენაბდემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, ახალი მაღაზიის გახსნა მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

„წლის ბოლოს, თბილისში მეორე მაღაზიის გახსნა გვაქვს დაგეგმილი. ორიენტირებული ვართ მოლებზე, თუმცა იმ ლოკაციებში, სადაც ყველაზე მეტად გვინდა შესვლა, ადგილი პრაქტიკულად აღარ არის. ასევე, მოლში განთავსება საკმაოდ ძვირი ჯდება. ამიტომ, უნდა ვიფიქროთ, ან მოლში გავხსნით მაღაზიას, ან – სხვა უბანში, იგივე კონცეფციის სივრცის მოწყობას გადავწყვეტთ“, – აღნიშნა მენაბდემ.

კომპანია გადაწყვეტილების მიღებას უახლოეს თვეებში გეგმავს და მისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რომ ახალი ფილიალი შეესაბამებოდეს ბრენდის სტილსა და მომსახურების ხარისხის სტანდარტებს.

„პალეკარტე“ ამ ეტაპზე ერთ მაღაზიას, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე და ონლაინ გაყიდვების არხს ფლობს. ფიზიკური გაფართოების პარალელურად, კომპანია საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასაც გეგმავს, საწყის ეტაპზე ელექტრონული კომერციის სახით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *