პაპი ფრანცისკეს ბოლო სურვილი ცნობილია – გამოქვეყნდა მისი ანდერძი

პაპი ფრანცისკეს ბოლო სურვილი ცნობილია – გამოქვეყნდა მისი ანდერძი

ვატიკანი რომის პაპის ანდერძს აქვეყნებს. როგორც ანდერძშია აღნიშნული, პაპმა ფრანცისკემ გამოთქვა სურვილი, რომ ის დაკრძალონ რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში და არა ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

„აკლდამა უნდა იყოს მიწაში, მარტივი, ყოველგვარი განსაკუთრებული მორთულობის გარეშე და მხოლოდ ერთი წარწერით: ფრანცისკე“, – ნათქვამია ანდერძში.

აღსანიშნავია, რომ ფრანცისკე პირველი პაპი იქნება საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, რომელსაც ვატიკანის გარეთ დაკრძალავენ.

„ჩემი დაკრძალვის მომზადების ხარჯები დაიფარება ქველმოქმედის მიერ შემოწირული თანხიდან“, – აღნიშნულია ანდერძში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *