პარლამენტმა სარკინიგზო კოდექსში ცვლილებები მიიღო

საქართველოს რკინიგზა სააღდგომოდ რეისებს ამატებს – განრიგი
პარლამენტმა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ ცვლილებები მიიღო. ცვლილებებით განისაზღვრება სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვაზე ზედამხედველობისა და მონიტორინგის საკითხი.

სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულებაზე ზედამხედველობასა და მონიტორინგზე უფლებამოსილად სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო განისაზღვრება. ასევე ჩნდება სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის ყოლის ვალდებულება და წესრიგდება აღნიშნული პირის სერტიფიცირების საკითხი.

კანონში შესული ცვლილებით ზუსტდება საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მოქმედების ფარგლები, ცვლილება შედის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილში და კონკრეტდება, რომ კოდექსის მოქმედება ვრცელდება საქართველოს რკინიგზის სისტემაზე და რკინიგზის სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

კანონპროექტით იცვლება რკინიგზის სადგურის განმარტება და ასევე, განისაზღვრება ისეთი ახალი ტერმინები, როგორიცაა ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი, ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი, ტუროპერატორი, ბილეთების გამყიდველი და ა.შ. ამას გარდა, ჩნდება სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის ყოლის ვალდებულება და წესრიგდება აღნიშნული პირის სერტიფიცირების საკითხი.

კანონით მგზავრს უფლება ექნება სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს საჩივრით მიმართოს, რომელიც თავის მხრივ, თუ გამოავლენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, უფლებამოსილია, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და სამართალდამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მგზავრს ასევე, უფლება აქვს საჩივრით მიმართოს სარკინიგზო საწარმოს ან რკინიგზის სადგურის მენეჯერს.

რა იცვლება საქართველოს სარკინიგზო კოდექსში? – კანონპროექტი სრულად

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *