პატარა ლომის დაბადებამ ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის მიმართ ინტერესი გაზარდა – ზურაბ გური

პატარა ლომის დაბადებამ ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის მიმართ ინტერესი გაზარდა – ზურაბ გური

პატარა ლომის დაბადებამ ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის მიმართ ინტერესი გაზარდა – ზურაბ გურიელიძე

თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე, აცხადებს, რომ საგანმანათლებლო კომპონენტი ზოოპარკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ამის შესახებ მან გადაცემაში #BMGDRIVE, BMGTV-ის ეთერში ისაუბრა.

გურიელიძის თქმით, ყველა თანამედროვე ზოოპარკი საგანმანათლებლო ცენტრს მოიცავს და თბილისის ზოოპარკიც ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. მისივე თქმით, ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრი კარგად ჩამოყალიბებულ და აქტიურ მიმართულებად ითვლება, რაც მას საერთაშორისო პრაქტიკასთან განსაკუთრებით დაახლოებულ კომპონენტად აქცევს.

„საზოგადოების მხრიდან საგანმანათლებლო ცენტრის მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობს. არის პერიოდები, როცა ის იკლებს, თუმცა შემდეგ კვლავ მატულობს“, – აცხადებს გურიელიძე.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს დაინტერესება განსაკუთრებით იმ პატარა ლომის გამო გაიზარდა, რომელიც ზოოპარკში დაიბადა. ამ ეტაპზე ცხოველისთვის ვოლიერის მოწყობის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა გარკვეული ტექნიკური სირთულეებიც დაფიქსირდა.

„ვოლიერის ინფრასტრუქტურის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა, რის გამოც შესაბამის ორგანოს მივმართეთ, რომ ინფრასტრუქტურა პირდაპირი შესყიდვის გზით მოგვეპოვებინა. თუმცა, ყოველთვის არ არის შესაძლებელი ასეთი გზით მოქმედება“, – განმარტა ზოოპარკის დირექტორმა.

გურიელიძე მიიჩნევს, რომ ზოოპარკის მსგავს დაწესებულებებთან მიმართებით მიზანშეწონილია ტენდერის პროცედურებთან დაკავშირებით უფრო მოქნილი მიდგომების შემუშავება, რაც მუშაობის ეფექტიანობას გაზრდის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *