“პენსიაზე გავედით, პატარები ხომ აღარ ვართ” – ვახტანგ გომელაური მისი და ხარებას გადადგომაზე

“პენსიაზე გავედით, პატარები ხომ აღარ ვართ” – ვახტანგ გომელაური მისი და ხარებას გადადგომაზე
“პენსიაზე გავედით, პატარები ხომ აღარ ვართ, 50 წლისები ვართ”,- ასე პასუხობს ყოფილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური მისი და ზვიად ხარაზიშვილის [ხარება] გადადგომაზე კითხვას. მან მედიასთან კომენტარი პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ გააკეთა.

გომელაურმა არ უპასუხა კითხვას, ჰქონდა თუ არა ბიძინა ივანიშვილთან წასვლასთან დაკავშირებით საუბარი.

„ძალიან კარგი ახალი [შს] მინისტრი დაინიშნა და მინდა წარმატებები ვუსურვო და პირდაპირ გეტყვით, ჩემი მეგობარი და ოჯახის წევრია, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს უფრო უკეთესს გააკეთებს, რაც მე გავაკეთე…“, – ამბობს ვახტანგ გომელაური.

„ქართული ოცნების“ მთავრობის შს მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა 28 მაისს დატოვა. იქამდე, ვახტანგ გომელაური აღნიშნულ პოსტს 6 წლის განმავლობაში იკავებდა. უფრო ადრე კი, 2015 წლიდან სუსის ხელმძღვანელი იყო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *