“პიელ ნატურალსი” დეკორატიული კოსმეტიკის ხაზის განვითარებაზე მუშაობს

“პიელ ნატურალსი” დეკორატიული კოსმეტიკის ხაზის განვითარებაზე მუშაობს

ქართულმა კოსმეტიკურმა ბრენდმა „პიელ ნატურალსმა“ დეკორატიული კოსმეტიკის ხაზის განვითარებაზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, თათუკა ლომაძემ BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, კომპანიამ დეკორატიულ კოსმეტიკაში პირველი ნაბიჯი ე.წ. გლოსების წარმოებით გადადგა, თუმცა „პიელ ნატურალსი“ ამაზე გაჩერებას არ აპირებს და ასორტიმენტის გაფართოებაზე მუშაობს.

„ბრიტანეთში, ტრენინგზე ვარ მიწვეული, სადაც დეკორატიული კოსმეტიკის საწარმოებლად შესაბამის ინგრედიენტებს გაგვაცნობენ. ამის შემდეგ, ისეთი პროდუქტების წარმოება შეგვეძლება, როგორიცაა ტონალური და სხვა დეკორატიული კოსმეტიკა“, – ამბობს ლომაძე.

აღსანიშნავია, რომ „პიელ ნატურალსი“ უკვე ქუვეითშია წარმოდგენილი, თუმცა დაინტერესება არის ევროპის ბაზრებიდან, კერძოდ იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი. თათუკა ლომაძის პროგნოზით, ევროპულ ბაზარზე პირველად ფრენჩაიზით იტალიაში გავა, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს და ამ ბაზრიდან მოთხოვნა ძალიან დიდია.

„იტალიაში, ესპანეთსა თუ საფრანგეთში დღე არ გავა, რომ B2C ექსპორტი არ განვახორციელოთ. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა იტალიიდან და ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ევროპული ბაზარი იქნება, სადაც გავალთ. ახლა ლოკაციის მოძიება მიმდინარეობს“, – აცხადებს ქართული კოსმეტიკური ბრენდის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, “პიელ ნატურალსი” ქართულ ბაზარზე რვა წლის წინ გამოჩნდა. ყველაფერი ერთი პროდუქტით დაიწყო, თუმცა ბრენდი გაიზარდა და დღეს საქართველოს მასშტაბით, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში 10 ფილიალითაა წარმოდგენილი. ასევე, ახლახან ბრენდი საერთაშორისო ბაზარზეც გაფართოვდა და მე-11 “შოურუმი” ქუვეითში გახსნა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *