დღეს ახალმთვარეობაა. როგორი იქნება ეს პერიოდი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის? ასტროლოგი ქეთი ოდიშელი ერთი თვის პროგნოზს გვთავაზობს:
„დღეს ახალმთვარეობის ღამე გვაქვს, პიკი კი 27 მაისს დილის 07:02 საათზეა, ტყუპების მე 7-ე გრადუსზე. ამ ახალმთვარეობის ეფექტებს, უფრო აძლიერებს მერკური, რომელიც დღეს გადადის ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში,
ასევე სატურნი, რომელმაც ახლახან ახალი 30 წლიანი ციკლი დაიწყო!
ახალი იდეები, განახლება
ეს ახალმთვარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, ვინც დაბადებულნი არიან ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის პირველ დეკადაში, ასევე თევზების ბოლო და ვერძის ნიშნის დასაწყისში დაბადებულთათვის! ნუ იქნებით სულსწრაფი, რადგან ამ პერიოდში უფრო მეტად შეიძლება გამოვლინდეს ადამიანებში გაორება. გადაწყვეტილებების მიღებამდე კარგად დაფიქრდით.
ტყუპები ჰაერის სტიქიის პირველი წარმომადგენელია, ეს არის სტიქია, რომელსაც პრაქტიკულად, ვერ შეზღუდავ, ვერ დაიჭერ, ვერ მოიხელთებ.
ტყუპებს განაგებს პლანეტა მერკური (გონების მმართველი). ის ემსახურება ინფორმაციის გავრცელებას, ნებისმიერი საკითხის პრაქტიკულ ჭრილში გამოტანას. ინფორმაციის გავრცელების გარდა, მნიშვნელოვანი საკითხებია: კომუნიკაციები, გადაადგილება, შიდა ტურიზმი, ტრენინგები, სარეკლამო კომპანიები, ლექციები, ტელე-რადიო საშუალებები, ახალი ნაცნობობა, ასევე სიტუაციის გარკვევა ძველ გაუგებრობებში. პერიოდი სასიკეთოა ჰაერისა და ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. შედარებით რთული შესაძლოა იყოს მიწისა და წყლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის.
1-თვიანი პროგნოზი თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის:
ვერძი
აქტიურობა, კომუნიკაციები, გადაადგილება, განახლებული პროექტები. ურთიერთობების აღდგენა მეზობლებთან ნათესავებთან, და-ძმებთან. კარგია პერიოდი მცირე სასწავლო კურსებისთვის, ახალი კონტაქტები დაგეხმარებათ თქვენი პროექტებისა და მიზნების რეალიზებაში.
კურო
თქვენი ახალი იდეებისა და კომუნიკაციების დახმარებით ახალი ფინანსური წყაროები გაგიჩნდებათ. ასევე შესაძლოა დაგიბრუნონ ვალი ან ახლა მიიღოთ ნაყოფი ადრე დაწყებული საქმისთვის, რომლის იმედიც შესაძლოა აღარც გქონდათ. მთავარია არ იჩქაროთ. სასიკეთო პერიოდია დიეტისთვის.
ტყუპები
მატულობს თქვენი შარმი, ენერგოტონუსი, მეტად აქტიური ხდებით. მთავარია არ იჩქაროთ! გააკეთეთ ყველაფერი რისი გაკეთების საშუალებაც აქამდე არ გქონდათ. მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს იმიჯს და პირად ცხოვრებას.
გაწერეთ გეგმებად თქვენი ცხოვრების ახალი სცენარი.
კირჩხიბი
იყავით მოქნილი, ნუ გათქვავთ თქვენს სამომავლო გეგმებს, შესაძლოა გაგიჩნდეთ განმარტოების სურვილი რაც მხოლოდ სასიკეთოდ იმუშავებს, დაკავდით სულიერი პრაქტიკებით, მეტი დრო დაუთმეთ თქვენს ფსიქოლოგიას და მასზე მუშაობას. აქტუალური შესაძლოა იყოს ემიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები.
ლომი
მშვენიერი პერიოდი გაქვთ საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად, ყურაღება მიაქციეთ ნებისმიერი სახის ინფორმაციას, მეგობრების სფეროს. ეცადეთ თქვენი საქმიანობა მეტად დაუკავშიროთ სოციალურ ქსელებს. თუ სიახლეებს ელოდით, ეს პერიოდი ემოციურად გაგაცოცხლებთ.
ქალწული
აქტუალურია კარიერული საკითხები, ასევე სტატუსთან დაკავშირებული თემები. კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული მიღწევები, დაწინაურება, სამსახურში აღდგენა, ან ახალი შემოთავაზებები. მომგებიანი შესაძლოა იყოს ყიდვა-გაყიდვის სფერო. იყავით მეტად მოქნილი და შეიტანეთ ძველ საქმიანობაში სიახლეები.
სასწორი
აქტუალური საკითხები შესაძლოა უკავშირდებოდეს უცხოეთს, განათლებასა და კანონთან დაკავშირებულ საკითხებს. შესაძლოა დასრულდეს გაჭიანურებული სასამართლო პროცესები. მოგიწიოთ უცხოეთიდან დაბრუნება სწორედ ახლა, ან განაახლოთ უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი ან სხვა სახის საკითხებზე მუშაობა.
მორიელი
აქცენტირებულია თემები რომელიც უკავშირდება საბანკო სექტორს, დიდ ფინანსებს. ღრმა ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციული ხასიათის ცვლილებები, რომლის შემდეგაც თქვენ – თქვენ აღარ ხართ. იწყებთ განახლების პროცესს, რომელიც პირველ რიგში თქვენს გონებას შეეხება.
მშვილდოსანი
აქტუალურია პარტნიორობის თემა, მიიღეთ სამყაროსგან ნებისმიერი გამოწვევა და ნუ იმოქმედებთ ძველი შაბლონური მაგალითებით. სიახლეები გაქვთ, როგორც საქმიან პარტნიორულ საკითხებში ასევე სასიყვარულო სფეროში.
თხის რქა
მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, გადაახალისეთ ძველი ფასეულობების სისტემა, საჭიროა მეტად ადაპტირება ახალ სიტუაციებზე, ახალ სამყაროს მოდელზე. შეცვალეთ რუტინა, განაახლეთ დამოკიდებულება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.
მერწყული
მშვენიერი პერიოდია შემოქმედებითი საქმიანობისთვის. იაქტიურეთ, ძალიან დაგეხმარებათ ბავშვებთან კომუნიკაცია ნებისმიერ საქმიანობაში.დაისვენეთ, დატკბით ყოველი წუთით. სიყვარული და ამაღლებული განწყობა თქვენი გარშემომყოფებისთვისაც მშვენიერ გარემოს შექმნის.
თევზები
აქტუალურია სახლის, ოჯახის, მშობლების თემა. დაალაგეთ ყველაფერი ახლებურად, რემონტის თემები, თუნდაც სადავო საკითხები, რომელიც სახლს უკავშირდება. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს, თქვენც ყველაზე მეტად მათი მხარდაჭერის იმედი უნდა გქონდეთ.“