არსებული ინფორმაციით, პოლიციამ გამოცემა „ინდიგო“-ს ჟურნალისტი საბა სორდია დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინდიგო“-ს აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მეგობრებს უნდა შეხვედროდა, მათ ნახეს საბას კუთვნილი დაგდებული სკუტერი და ასე გავიგეთ მისი დაკავების ამბავი”. – წერს ნატა ძველიშვილი. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ადვოკატი ჟურნალისტს დაკავების იზოლატორში დაახლოებით 1 საათში მოინახულებს.
bm.ge ცდილობს, დამატებითი დეტალები შსს-ში გაარკვიოს.