წერილში, რომელიც პირველი კლასის მგზავრმა გრეისმა 1912 წლის 10 აპრილს ბიძას გაუგზავნა, ის წერს ამ საბედისწერო გემის შესახებ: “ეს კარგი გემია, მაგრამ მოგზაურობის დასრულებას დაველოდები, სანამ მასზე ჩემს აზრს გამოვხატავ“.
ინგლისის ქალაქ უილტშირში მდებარე სააუქციონო სახლის Henry Aldridge & Son ინფორმაციით, წერილი შაბათს შეიძინა კერძო კოლექციონერმა აშშ-დან, რომლის საწყის $80,000-იან შეფასებასთან შედარებით, ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
წერილი ითვლება ერთადერთ არსებულ ეგზემპლარად, რომელიც გრეისის “ტიტანიკზე“ ყოფნისას გადარჩა. თავად გემი ნიუფაუნდლენდთან აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა, რამაც დაახლოებით 1,500 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
გრეისი, რომელიც გემიდან გადახტა, სხვა მგზავრებმა სამაშველო ნავიდან გადაარჩინეს და R.M.S. Carpathia-ზე გადაიყვანეს. ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ მან დაწერა „სიმართლე ტიტანიკის შესახებ“, სადაც საკუთარი გამოცდილება დეტალურად აღწერა.
არჩიბალდი სრულად ვერ გამოჯანმრთელდა ჰიპოთერმიისგან, რომელიც წყალში ყოფნის დროს მიიღო და 1912 წლის ბოლოს დიაბეტის გართულებით გარდაიცვალა.
წერილი გაგზავნილია ქუინსთაუნიდან, ირლანდიიდან ანუ ერთ-ერთი იმ ორ გაჩერებათაგან, სადაც “ტიტანიკი” ჩაძირვამდე შეჩერდა.