პოლონეთის პარლამენტმა დონალდ ტუსკის მთავრობა დაამტკიცა

პოლონეთის პარლამენტმა დონალდ ტუსკის მთავრობა დაამტკიცა
პოლონეთის პარლამენტმა დონალდ ტუსკის მიერ დაკომპლექტებული მთავრობა დაამტკიცა. პარლამენტის პლენარულ სხდომამდე რამდენიმე კვირით ადრე, დონალდ ტუსკის კოალიციური მთავრობის რჩეული კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა, რამაც საზოგადოებაში მმართველი კოალიციის მიმართ ნდობა შეარყია. თუმცა, პარლამენტმა ტუსკის მთავრობა ხელახლა დაამტკიცა.

კენჭისყრა პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე გაიმართა, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში ტუსკის გუნდის რჩეული კანდიდატის, ვარშავის პროევროპელი მერის, რაფალ ტშასკოვსკის დამარცხებად და პრეზიდენტად კონსერვატორული მოძრაობის ლიდერის, კაროლ ნავროცკის გამარჯვებამ ტუსკის მთავრობის მიმართ საზოგადოებაში არსებული სკეპტიციზმი გააღრმავა, რაც პრემიერ-მინისტრისთვის ნეგატიური სიგნალი იყო.

დონალდ ტუსკი მრავალფეროვან, იდეოლოგიურად შერეულ პროევროპულ კოალიციას ხელმძღვანელობს, რომელიც მემარჯვენეებს და სოციალ-დემოკრატებს შორის არსებულ პოლიტიკურ სპექტრს მოიცავს, რომელთა მთავარი მიზანი იმ დემოკრატიული მექანიზმების აღდგენაა, რომლებიც, მათი თქმით, პარტია PiS-ის მმართველობის რვაწლიან პერიოდში მნიშვნელოვნად შესუსტდა.

ტუსკს იმედი ჰქონდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება კოალიციას ხელს შეუწყობდა ისეთი სადავო რეფორმების გატარებაში, როგორიცაა აბორტის ლეგალიზაცია და სექსუალური უმცირესობების უფლებების გაფართოება, მაგრამ პრეზიდენტი ანჯეი დუდა, ისევე, როგორც მომავალი პრეზიდენტი, ამ იდეებს, სავარაუდოდ, დღის შუქს არ დაანახვებენ და ვეტოს დაადებენ.

შედეგად, აღნიშნული კენჭისყრა დონალდ ტუსკისთვის იყო არამხოლოდ ფორმალური პროცედურა, არამედ პოლიტიკური გადარჩენის აქტი, რომელმაც, ამ დროისთვის, შედეგი გამოიღო. ახლა ტუსკის კოალიციას ორი წელი რჩება, რომ შეასრულოს დაპირებები და 2027 წლის არჩევნებამდე დაარწმუნოს საზოგადოება, რომ გზა, რომელიც აირჩიეს, სწორია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *