განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მოტყუებული პოლონელები მათ უსამართლო პრაქტიკის გამო მიმართავენ.
“ბათუმში ზოგიერთი უძრავი ქონების დეველოპერის მიერ გამოყენებული უსამართლო პრაქტიკის მზარდი შემთხვევების შესახებ მომართვიანობის გამო, რეკომენდაციას გაძლევთ, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ, როდესაც უძრავ ქონებაში ინვესტირების ბიზნეს გადაწყვეტილებას იღებთ.
თითოეულ ასეთ გადაწყვეტილებას წინ უნდა უძღოდეს კონკრეტული დეველოპერის კომპეტენციისა და სანდოობის სიღრმისეული ანალიზი, მათი აქტივობების ისტორიის საფუძველზე. გასათვალისწინებელია ასევე საქართველოში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის უფრო ფართო კონტექსტი და ქალაქ ბათუმის ინფრასტრუქტურის განვითარების დონე. არაკეთილსინდისიერი დეველოპერების მიერ დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერის შეზღუდული შესაძლებლობების გამო, ერთადერთი გამოსავალია დაზარალებული მხარის მიერ სამართლებრივი ზომების მიღება, რაც გრძელვადიანი პროცესია და სულაც არ იძლევა საბოლოო წარმატების გარანტიას”, – წერია საელჩოს განცხადებაში.
bm.ge მეტი დეტალის გარკვევის მიზნით, პოლონეთის საელჩოსთან დაკავშირებას ცდილობს.