პოლონეთის სასამართლოები განიხილავენ საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო თაღლითობის ხუთ ათასზე მეტ საეჭვო შემთხვევას. ეს არის ლოკალური ხასიათის საკითხები, რომლებიც, სავარაუდოდ, არ იმოქმედებს შედეგზე.
ენჭისყრაში ამ თვის დასაწყისში კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა სეიმში უნდობლობის ვოტუმს გადაურჩა, მეორე ყველაზე ძლიერი კოალიციური ჯგუფი – „მესამე გზა“ – არჩევნებში დამარცხების შემდეგ დაიშალა.
გამოკითხვების თანახმად, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უმრავლესობას ვერ დაიბრუნებს. სწორედ ამიტომ გეგმავს ის თავისი კაბინეტის რეორგანიზაციას.