პრემიერის გადადგომის და სამთავრობო კრიზისის ფონზე, რუმინული ვალუტა უფასურდება

პრემიერის გადადგომის და სამთავრობო კრიზისის ფონზე, რუმინული ვალუტა უფასურდება
ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რუმინული ვალუტა მკვეთრად უფასურდება. ამჟამად 1 ამერიკული დოლარი კურსი 4.5 ლეის აღწევს, რაც ერთ დღეში დაფიქსირებულ 2.5%-იან ცვლილებას წარმოადგენს.

როგორც ცნობილია, ქვეყნის ცენტრალური ბანკი ინტერვენციების განსახორციელებლად ემზადება, რათა ქვეყნიდან კაპიტალის გადინება შეანელოს და სავალუტო კრიზისი თავიდან აირიდოს.

ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების გაუარესებას არჩევნებში ულტრა-მემარჯვენე ძალის გამარჯვება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომა და მთავრობის დაშლა განაპირობებს, რაც მოსახლეობასა და ინვესტორებში არასტაბილურობის განცდას აჩენს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ პრემიერ-მინისტრმა და „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, მარჩელ ჩოლაკუმ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მმართველი პარტიის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დამარცხდა და გამარჯვება ჯორჯ სიმიონმა მოიპოვა, რომელიც „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ ლიდერია.

აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი პოლიტიკური კოალიცია ქვეყანაში ლეგიტიმურ პოლიტიკურ ძალას აღარ წარმოადგენს, ამიტომ ის თანამდებობას ტოვებს და მთავრობას შლის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *