პროკურატურამ მტკვართან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე 1 პირი დააკავა

პროკურატურამ მტკვართან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე 1 პირი დააკავა

პროკურატურის განცხადებით, ბრალდება წარუდგინეს თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს. უწყების ცნობით, 14 მაისს “მერსედესის” მარკის ავტომანქანა შეეჯახა “ფორდს”, რომელშიც 4 პირი იმყოფებოდა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 მაისს, თბილისში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრავ “ფორდის” მარკის ავტომობილს, რომელშიც ოთხი პირი იმყოფებოდა, “მერსედესის” მარკის ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც “ფორდი” მდინარე მტკვარში გადავარდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მდინარიდან, მალევე ამოიყვანეს კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი ერთი პირი. მოგვიანებით მოხდა გარდაცვლილი ორი პირის ამოყვანა, ხოლო მესამე პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს,” — წერია უწყების განცხადებაში. უწყების განცხადებით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *