პროტესტის 122-ე დღე – რუსთაველი გადაკეტილია

პროტესტის 122-ე დღე – რუსთაველი გადაკეტილია
საქართველოში პროევროპული პროტესტი გრძელდება. 29 მარტს, უწყვეტი საპროტესტო აქციების 122-ე დღეს მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან კვლავ შეიკრიბნენ. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

რუსთაველზე აქციას „ქალების მარში“ შეუერთდა, ასევე პარლამენტთან გადაინაცვლეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან დემონსტრანტებმა.

აქციის მონაწილეები ახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.

დედაქალაქის გარდა პროტესტი გრძელდება რეგიონებში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *