26 აპრილს, უწყვეტი პროევროპული პროტესტის 150-ე დღეს, პარლამენტთან აქცია განახლდა. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
მოქალაქეები, დედაქალაქსა და რეგიონებში გამართული აქციებით, ახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.
ამასთან, დღეს, დიდუბის მეტროსადგურიდან თბილისის პროკურატურის მიმართულებით საპროტესტო “თავისუფლების მარში” გაიმართა.