პროფკავშირებთან, სადაც მაღაროელებმა აქცია გამართეს, დაპირისპირება მოხდა

პროფკავშირებთან, სადაც მაღაროელებმა აქცია გამართეს, დაპირისპირება მოხდა
პროფკავშირების ოფისთან, სადაც დღეს მაღაროელებმა აქცია გამართეს, დაპირისპირება იყო.

ადგილზე ჯორჯიან მანგანეზის დასაქმებულებმა აქცია გამართეს. სიტყვიერი დაპირისპირება კი მაღაროელებსა და გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს შორის მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

საქმე ის არის, რომ აქციის მონაწილე მაღაროელები ამბობენ, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მათ ინტერესებს არ იცავდა, რის გამოც ისინი პროფკავშირების მოთხოვნებს, რომელიც მათ კომპანიის მისამართით აქვთ ემიჯნებიან და მოითხოვენ, “პეტრიაშვილის პროფკავშირმა დატოვოს ჭიათურა”.

პროფკავშირების თქმით კი თუ საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები ჭიათურიდან გავა, ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულ 3 620 პირს, ავტომატურად აღარ მიეცემა აღარც 60% ხელფასი, აღარ ექნება არც ჯანმრთელობის დაზღვევა და აღარ ექნება ბენეფიტები, რომელი დავალიანებაც დამსაქმებელს წერილობით აქვს აღიარებული კოლექტიური ხელშეკრულებით.

ცნობისთვის, ჭიათურელმა მაღაროელებმა პროტესტის 25-ე დღეს 24 მარტს აქცია თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს და ხელისუფლებას მოთხოვნებით კიდევ ერთხელ მიმართეს, თუმცა “ქართული ოცნებიდან” მათთან კომუნიკაცია არავის ჰქონია.

ამ დროისთვის მაღაროელები სიმბოლურ აქციას კომერციულ ბანკებთან მართავენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *