„პუტინი გამოსავალს ეძებს, მაგრამ დროის მოგება სურს“ – მაკრონი

„პუტინი გამოსავალს ეძებს, მაგრამ დროის მოგება სურს“ – მაკრონი

„პირველი ნაბიჯი, მაგრამ არასაკმარისი“ – ასე შეაფასა საფრანგეთის პრეზიდენტმა პუტინის წინადადება, სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ.

„უპირობო ცეცხლის შეწყვეტას წინ არ უძღვის მოლაპარაკებები…. პუტინი გამოსავალს ეძებს, მაგრამ დროის მოგება სურს“ – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა კიევიდან საფრანგეთში დაბრუნებისას.

გუშინ, 10 მაისს, მაკრონი უკრაინის დედაქალაქში ბრიტანეთის პრემიერთან, გერმანიის კანცლერთან და პოლონეთის პრემიერთან ერთად ჩავიდა. 4 ევროპული ქვეყნის ლიდერებმა და უკრაინის პრეზიდენტმა დღის ბოლოს ერთობლივი განცხადება მიიღეს, რითაც რუსეთისგან 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს 12 მაისიდან.

პუტინმა კი ამას იმით უპასუხა, რომ კიევს სტამბოლის მოლაპარაკებების ასევე უპირობო განახლება შესთავაზა 15 მაისიდან. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *