პუტინი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სკოლებს მილიონ რუბლს ჰპირდება

პუტინს გრენლანდიაზე ტრამპის პრეტენზიები არ უკვირს
რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სკოლებს მილიონ რუბლს (12.2 ათასი დოლარი) ჰპირდება. პუტინის დაპირებაზე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სერგეი კირიენკომ ოკუპირებულ ცხინვალში ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, თანხის გამოყოფა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის წლისთავისთვის იგეგმება, რასაც რუსები დიდ სამამულო ომს უწოდებენ.

“წინ მნიშვნელოვანი დღესასწაული გვაქვს, 80 წლისთავი დიდი გამარჯვებიდან. შესაბამისად, რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომ გამოიყოს ერთი მილიონი რუბლი სარეზერვო ფონდიდან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თითოეული სოფლისა და სკოლებისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *