რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ.
ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს კრემლში შეხვდა, რის შემდეგაც პუტინმა განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ ორმხრივ ანგარიშსწორებაში გამოყენებული ეროვნული ვალუტების წილის გაზრდას.
სი ძინპინი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის იმ ლიდერებს შორისაა, რომლებიც 9 მაისს, მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმს დაესწრებიან.