პუტინმა მშვიდობაზე საუბრის შესაძლებლობა არ გამოიყენა – მარკ რუტე

პუტინმა მშვიდობაზე საუბრის შესაძლებლობა არ გამოიყენა – მარკ რუტე

პუტინმა არ გამოიყენა მშვიდობაზე საუბრის შესაძლებლობა, – ასე შეაფასა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ ჩასულიყო სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებებზე.

ამის შესახებ მარკ რუტემ ანტალიაში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთმა სტამბოლში დაბალი დონის დელეგაცია გაგზავნა.

მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის და ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა.

ამავე პრესკონფერენციაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა მხარდაჭერა გამოუცხადა დონალდ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც ომის შეჩერებისკენაა მიმართული.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ სრული მხარდაჭერა პრეზიდენტ ტრამპის გადაუდებელი ძალისხმევისადმი, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით. ეს არის პრიორიტეტი, რომელსაც ყველანი ვიზიარებთ. ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერა უკრაინისადმი. საქმე არ ეხება ომის გაღვივებას. ეს ეხება იმის უზრუნველყოფას, რომ უკრაინას შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა დღეს და მომავალშიც. შეთანხმების მიღწევის მიუხედავად თუ მის გარეშე, ნათელია, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისთვის კვლავ მნიშვნელოვანი იქნება ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. თავდაცვაში გაზრდილი ინვესტიციები, გაუმჯობესებული თავდაცვითი სამრეწველო შესაძლებლობები და უკრაინისთვის განგრძობითი მხარდაჭერა დაგვეხმარება სტაბილურობის შენარჩუნებაში ჩვენს ევროატლანტიკურ სივრცეში“, – განაცხადა მარკ რუტემ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *