ჟან-კლოდ ვან დამს ტრეფიკინგის მსხვერპლებთან სექსუალურ ურთიერთობაში ადანაშაულებენ

ჟან-კლოდ ვან დამს ტრეფიკინგის მსხვერპლებთან სექსუალურ ურთიერთობაში ადანაშაულებენ

 ჟან-კლოდ ვან დამს ადანაშაულებენ 5 რუმინელ ქალთან სექსუალური ურთიერთობაში, მაშინ, როდესაც მისთვის ცნობილი იყო, რომ ეს ქალები ტრეფიკინგის მსხვერპლები იყვნენ. ეს საქმე ადამიანების, მათ შორის არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ფართომასშტაბიანი გამოძიების ნაწილია, რომელიც რუმინეთის პროკურატურამ 2020 წელს დაიწყო.

CNN-ის პარტნიორი რუმინული გამოცემის, Antena 3-ის ინფორმაციით,სისხლის სამართლის სარჩელის მიხედვით, რომელიც რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულებისა და ტერორიზმის გამოძიების დირექტორატშია (DIICOT) შეტანილი, წერია, რომ 64 წლის მსახიობს სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა ტრეფიკინგის მსხვერპლ 5 რუმინელ ქალთან. ქალები კანის ფესტივალის დროს გამართულ წვეულებაზე ვან დამს, სავარაუდოდ, “საჩუქრად მიუყვანა” კრიმინალურმა ჯგუფმა, რომლის ხელმძღვანელადაც რუმინელი ბიზნესმენი და სამოდელო სააგენტოს მფლობელი მორელ ბოლეა მიიჩნევა.

Antena 3-ის ცნობით, ერთერთი სავარაუდო მსხვერპლის ადვოკატმა ადრიან კუკულმა, თქვა, რომ ქალები “მოწყვლად მდგომარეობაში იყვნენ, არსებობდა ეჭვი, რომ ისინი ექსპლუატირებულები იყვნენ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მიხედვით”.

“ერთ-ერთ მომენტში, კანში, ჟან-კლოდ ვან დამის ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რამდენიმე რუმინელმა, რომლებიც ამჟამად გამოძიების ქვეშ არიან კრიმინალური ჯგუფის ჩამოყალიბებისა და ტრეფიკინგისთვის, სავარაუდოდ, შესთავაზა ჟან-კლოდ ვან დამს ხუთი რუმინელი ქალი — ფოტომოდელები რუმინეთში — რათა ჰქონოდა სექსუალური ურთიერთობები [მათთან],” – განაცხადა კუკულმა გამოცემასთან. “პიროვნებამ, რომელმაც მიიღო ეს სარგებელი, იცოდა მსხვერპლების მდგომარეობა. მოწმეების ჩვენებიდან ნათლად ჩანს, რომ ჟან-კლოდ ვან დამმა იცოდა, რომ ეს ადამიანები ექსპლუატაციის მსხვერპლები იყვნენ.”

 ორგანიზებული დანაშაულებისა და ტერორიზმის რუმინული უწყების პროკურორებმა სისხლის სამართლის საქმე ერთერთი მოწმე ქალის ჩვენების შემდეგ აღძრეს. მსახიობს ან მის წარმომადგენლებს ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. Antena 3-ის მიხედვით, გამოძიება გრძელდება და, შესაძლოა, საქმეში იდენტიფიცირებული მონაწილეები ჩვენებების მისაცემად რუმინეთში დაიბარონ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *