რამდენიმე თვიანი შეზღუდვის შემდეგ, “გაგრასთან” ჩანგრეული გზაზე მოძრაობა სრულად აღდგა – მერია

რამდენიმე თვიანი შეზღუდვის შემდეგ, “გაგრასთან” ჩანგრეული გზაზე მოძრაობა სრულად აღდგა – მერია
დიდუბის რაიონში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარედ საგზაო და ნაპირსამაგრი სამუშაოების ძირითადი ეტაპი დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილი უკვე აღდგენილია და ავტოტრანსპორტის გადაადგილება სრულად განახლდა.

შეგახსენებთ, რესტორან “გაგრას” მიმდებარედ 8 აპრილს ჩამოშლილი ფერდის აღდგენისთვის მერიამ ორი გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა, რომელთა ჯამური ღირებულება 5 მილიონი ლარია. 7 აპრილს უწყებამ გზა გადაკეტა. 8 აპრილს კი, ფერდი ჩაიშალა, როგორც მოსალოდნელი იყო.

დღეს, სამუშაოები თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. როგორც კალაძემ განაცხადა, გზის ჩანგრევის შემდეგ, მერიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული მონაკვეთი პრევენციულად დაიკეტა და გადაუდებელი სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო.

მერია წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა უკვე განახლებულია, დარჩენილია ინფრასტრუქტურული დეტალების დამუშავება — მათ შორის, მდინარის მხარეს მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რკინაბეტონის ფარდის მოწყობა და ბეტონის ბლოკების ამოღება კალაპოტიდან. სამუშაოები მტკვარში წყლის დონის დაწევის შემდეგ გაგრძელდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *