წყარო სააგენტოს ეუბნება, რომ ევროკავშირი დამატებით სანქციებს დაუწესებს 50 იურიდიულ და ფიზიკურ პირს. როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სააგენტო AFP-ს უთხრა, ევროკავშირი სანქციების ახალ პაკეტს აშშ-თან კოორდინაციით მიიღებს, როგორც ცნობილია, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას რუსეთზე ზეწოლისთვის მომზადებული აქვს ეკონომიკური სანქციები, თუმცა ჯერ უცნობია, მოაწერს თუ არა დონალდ ტრამპი ხელს დოკუმენტს, რომელშიც რუსული ენერგოგიგანტი Gazprom-ც მოხვდა.
ევროკავშირმა რუსეთის სანქცირების პროცესი ჯერ კიდევ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო, თუმცა 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ჯამში 16 პაკეტი მიიღო. ევროპის, აშშ-ის, კანადის და სხვა ქვეყნების სანქციების გამო, რუსეთი მსოფლიოში ყველაზე სანქცირებულ ქვეყნად იქცა. სანქციების მიზანია კრემლზე მაქსიმალური ზეწოლა იყოს, რათა უკრაინაში ომის გაგრძელების შესაძლებლობა შეუმცირდეს.
რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევისთვის ევროკავშირმა ასევე დაასანქცირა ბელორუსი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა. უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ქმედებების გამო, ევროკავშირს ჯამში 2400-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი ჰყავს სანქცირებული, მათ შორის არიან უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო თანამდებობის პირები, კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენები და რუსეთის სახელმწიფო თუ კერძო კომპანიები.