რას მოემსახურება საქართველოს გენერალური საკონსულო მილანში? – კობახიძის განმარტება

კობახიძის მტკიცებით, თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, 2030 წელს, საქართველო EU-ში გაწევრიანდება
მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო იხსნება. ოფიციალურ ცერემონიაში “ოცნების” პრემიერი ირაკლი კობახიძე მონაწილეობდა.

კობახიძის თქმით, გენერალური საკონსულო, როგორც საქართველოს დიასპორის ინტერესების დაცვას, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას მემსახურება.

“მოვინახულეთ ჩვენი გენერალური საკონსულო, რომელიც მილანში გაიხსნა. გენერალური საკონსულო ემსახურება, როგორც ჩვენი დიასპორის ინტერესების დაცვას, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ-იტალიურ ურთიერთობებს. ვაფასებთ იტალიის როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი სურვილია კიდევ უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები და ჩვენი გენერალური საკონსულოც ამ ყველაფერში დიდ როლს შეასრულებს. ორმხრივი ურთიერთობების განვითარება მნიშვნელოვანია მაშოროს საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით”, – განაცხადა კობახიძემ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *