ტარიფების ესკალაციის ქრონოლოგია ასე გამოიყურება:
2025 წლის 1 თებერვალი: პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომლის თანახმადაც ჩინეთიდან იმპორტირებულ ყველა საქონელზე დამატებით 10%-იანი ტარიფი დაწესდა.
2025 წლის 4 თებერვალი: ჩინეთმა საპასუხოდ გამოაცხადა 15%-იანი ტარიფი აშშ-დან იმპორტირებულ ქვანახშირზე და თხევად ბუნებრივ აირზე, ასევე 10%-იანი ტარიფი ნავთობზე და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე.
2025 წლის 3 მარტი: აშშ-მა ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფი 20%-მდე გაზარდა.
2025 წლის 4 მარტი: ჩინეთმა საპასუხოდ დააწესა 15%-იანი ტარიფი აშშ-დან იმპორტირებულ ქათმის ხორცზე, ხორბალზე, სიმინდზე და ბამბაზე, ხოლო 10%-იანი ტარიფი სორგოზე, სოიაზე, ღორის ხორცზე, საქონლის ხორცზე, თევზეულზე, ხილზე, ბოსტნეულზე და რძის პროდუქტებზე.
2025 წლის 2 აპრილი: პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა დამატებითი 34%-იანი ტარიფი ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე, რაც საერთო სატარიფო გადასახადს 54%-მდე ზრდიდა.
2025 წლის 4 აპრილი: ჩინეთმა საპასუხოდ დააწესა 34%-იანი ტარიფი აშშ-დან იმპორტირებულ ყველა საქონელზე, რაც 10 აპრილიდან უნდა ამოქმედებულიყო.
2025 წლის 7 აპრილი: პრეზიდენტმა ტრამპმა გააფრთხილა ჩინეთი, რომ თუ ისინი არ გააუქმებდნენ თავიანთ საპასუხო ტარიფებს 8 აპრილამდე, აშშ დამატებით 50%-იან ტარიფს დააწესებდა.
2025 წლის 9 აპრილი: ჩინეთის მხრიდან ტარიფების არგაუქმების გამო, აშშ-მა ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფი 104%-მდე გაზარდა.
ამჟამინდელი მდგომარეობით, საქმე გვაქვს 104%-იან სატარიფო რეჟიმთან, რომელიც, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად გამკაცრდეს, თუ ჩინეთი საპასუხო ზომას მიიღებს და ტრამპის ადმინისტრაცია პასუხის პასუხის პასუხს დააბრუნებს.