რას საქმიანობს Aimbridge Hospitality, რომელიც Wyndham Grand Residence-ის პროექტს უხელმძღვანელებს

რას საქმიანობს Aimbridge Hospitality, რომელიც Wyndham Grand Residence-ის პროექტს უხელმძღვანელებს

Aimbridge Hospitality მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სასტუმრო ოპერატორია, რომლის პორტფოლიოც 24 ქვეყნის 1200-ზე მეტ განთავსების ობიექტსა და 170 ათასზე მეტ სასტუმრო ოთახს აერთიანებს. საქართველოში Aimbridge-ის პარტნიორი “ალიანს ჯგუფია”. ორივე კომპანია კიდევ ერთ საერთაშორისო ბრენდ Wyndham Hotels & Resorts-თან ერთად Wyndham Grand Residence-ს გახსნის.

პროექტსა და კომპანიის საქმიანონაზე BMGTV-ის გადაცემა “ბიზნესის კვირეულში”, Aimbridge Hospitality EMEA-ს რეგიონულმა ვიცე-პრეზიდენტმა არმინ ებერჰარდმა ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, სტუმარმასპინძლობის სექტორში კომპანიის ისტორია 1960-იანი წლებიდან, შეერთებულ შტატებში Interstate Hotels Resort-ს დაარსებით იწყება, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ერთ მოტელს მოიცავდა პენსილვანიაში. თუმცა კომპანია შემდეგ გაფართოვდა და აშშ-ში Howard Johnson Hotels-ის მართვაც დაიწყო, 1970-იანი წლებიდან კი გრძელვადიანი პარტნიორობა გააფორმა Marriott-თან, ამ ათწლეულის დასრულების შემდეგ კომპანია შეერთებული შტატების მასშტაბით 25 სასტუმროს აერთიანებდა და დაწყებული ჰქოდა საქმიანობის დივერსიფიკაცია პროექტების მენეჯმენტის და დიზაინის მიმართულებით.

“პირველად ევროპაში გავფართოვდით და სასტუმრობს ისეთ ქვეყნებში ვიმატებდით, როგორებიცაა ირლანდია, ბელგია, ნიდერლანდები… შემდეგ შევედით ქალაქებში, ლონდონსა და მოსკოვშიც. სწორედ აქედან დაიწყო აღმოსავლეთ ევროპული ექსპანსია”, – ამბობს არმინ ებერჰარდი.

როგორც Aimbridge Hospitality-ის ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, კომპანია დსთ-სა და კავკასიის ქვეყნებში 2011 წლიდან შემოვიდა და ისეთი ქვეყნები დაიმატა, როგორებიცაა: ყაზახეთი, უზბეკეთი, ბელარუსი და სომხეთი. რაც შეეხება საქართველოს, ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო კომპანია პირველად “ალიანს ჯგუფთან” თანამშრომლობით შემოვიდა.

Aimbridge საქართველოს ბაზარზე ბათუმში, ალიანს ჯგუფის მფლობელობაში მყოფი “ალიანს პალასის” აპარტოტელის მენეჯმენტის შეთანხმებით შემოვიდა. როგორც იცით, ალიანს ჯგუფი ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერია საქართველოში, მათი ძლიერი მხარეებისა და ჩვენი, Aimbridge-ის საოპერაციო პროფესიონალიზმის გაერთიანებით, საშუალება მოგვეცა, საქართველოში სტუმარმასპინძლობის სექტორის რევოლუცია მოგვეხდინა. ახლა უკვე გვაქვს დადასტურებული მოცემულობა, რომ სასტუმროებს სტუმრის მომსახურების გაუმჯობესებულ ხარისხს ვთავაზობთ, ისევე როგორც გაუმჯობესებულ ღირებულებას დეველოპერისა და ინვესტორისთვის.

2025 წელს ჩვენ გონიოში Wyndham Grand Residence-ის პროექტის ოპერატორები ვიქნებით. შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ, ვუხელმძღვანელებთ რამდენიმე კომპლექსს, მასშტაბურ დაწესებულებებს, მათ შორის, all inclusive პროექტებს, რაც [საქართველოში] ჩვენს წარმომადგენლობას ზრდის”, – განაცხადა არმინ ებერჰარდმა.

Aimbridge-სა და “ალიანს ჯგუფს” შორის სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც ამას კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი განმრტავს, მშენებლობის პერიოდში ტექნიკურ საკითხებში მრჩევლობას, ექსპერტულ განხილვას მოიცავს დიზაინისა და ინჟინერიის მიმართულებით, დეველოპერებთან, გუნდთან, კონტრაქტორებთან, არქიტექტორებთან და ექსპერტებთან ძალიან ახლო კოორდინაციით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *