ნავთობის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, მთავარი აშშ-ის მთავრობის მხრიდან სავაჭრო ომის წამოწყებაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ რისკებს ზრდის.
ასევე, პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ყველა ის სახელმწიფო, რომელიც ვენესუელურ ნავთობს შეიძენს, აშშ-ის მთავრობის მიერ სანქცირებული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნავთობის ალტერნატიულ მიმწოდებლებზე მოთხოვნა იზრდება, რაც ბირჟაზე ფასს ზრდის.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულების მიმართულებით პოზიტიური მოლოდინები არ არის, თავად ეს რეგიონი კი ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორია, რაც იქ OPEC-ის წევრი ქვეყნების კონცენტრაციით არის განპირობებული.
რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხთან მიმართებითაც ინვესტორებს მოლოდინები გაუარესებული აქვთ, რაც, საბოლოო ჯამში, ნავთობის გაძვირებას უწყობს ხელს.