რატომ იზრდება პლატინის ფასი?

რატომ იზრდება პლატინის ფასი?
სასაქონლო ბირჟაზე პლატინის ფასი მკვეთრად იზრდება. ბოლო ერთ კვირაში, ძვირფასი მეტალი 14%-ით გაძვირდა და უნციაზე $1,220-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა. გაცილებით დიდია ზრდა, რომელიც ძვირფასმა ლითონმა ერთი თვის ჭრილში დაფიქსირდა, რადგან ამ მოკლევადიან პერიოდში უნცია პლატინის ფასი 25%-ითაა გაძვირებული.

პლატინა პლანეტაზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მეტალია, რომელიც, უმეტესწილად, ავტომობილის კატალიზატორების წარმოებაში, ნავთობის გადამუშავებაში და ქიმიურ და ელექტრულ წარმოებაში გამოიყენება. პლატინის 80%-ზე მეტი სამხრეთ აფრიკაში მოიპოვება, მაგრამ დიდი მოცულობით მეტალის რეზერვებს ასევე ფლობენ რუსეთი, კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები.

პლატინის მსოფლიო საინვესტიციო საბჭოს (WPIC) დათვლებით, პლატინის ბოლოდროინდელი გაძვირება ძვირფას მეტალზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნის შედეგია. 2025 წლის პირველ კვარტალში მოთხოვნამ 28%-ით იმატა და 461,000 უნცია შეადგინა, რაც დიდწილად, ჩინელი იუველირების და ინვესტორების მხრიდან წამოსული მოთხოვნით აიხსნება. საპირწონედ ამისა, პლატინის მოპოვებამ სამხრეთ აფრიკაში 12%-ით იკლო, რამაც ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი გამოიწვია, რომელიც WPIC-ის დათვლებით წელს მილიონი უნციის ტოლი იქნება. ასეთ დროს, პროცესში სპეკულაციური ინვესტორებიც ერთვებიან, რაც საქონელს დამატებით აძვირებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *