რატომ მცირდება ხორბლის ფასი?

ბირჟაზე ხორბლის ფასი შემცირდა
საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი მცირდება – ერთთვიან პერიოდში ბუშელი ხორბლის ღირებულებამ დამატებით თითქმის 2.7%-ით იკლო და 5 დოლარი და 25 ცენტი შეადგინა. საერთო ჯამში, ბოლო ერთ წელიწადში ხორბალი ბირჟაზე 17%-ითაა გაიაფებული.

ხორბლის გაიაფების მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილ მოსავალს და გარკვეულ რეგიონებში ხორბალზე შემცირებულ მოთხოვნას უკავშირდება, რაც ფასის კლებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით გაზრდილი მოსავალი რუსეთსა და უკრაინაში ფიქსირდება, რაც ხელსაყრელი კლიმატური პირობებით არის განპირობებული.

მოთხოვნის მხრივ, ჩინეთსა და აზიურ ქვეყნებში წელს იმაზე ნაკლები კონტრაქტები გაფორმდა, ვიდრე ამას ბაზრის მონაწილეები მოელოდნენ, რაც ფასის შემცირებას უწყობს ხელს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *