რატომ ქვეყნდება გზის გადაკეტვის ჯარიმები სატრანსპორტო საშუალებაზე? – შსს-ს განცხადება

რატომ ქვეყნდება გზის გადაკეტვის ჯარიმები სატრანსპორტო საშუალებაზე? – შსს-ს განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე გზის გადაკეტვისთვის ჯარიმების პირდაპირ ვებგვერდზე გამოქვეყნება ისე დაიწყო, თითქოს, ჯარიმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზეა გამოწერილი. ჯარიმები მიუვიდათ ისეთ ადამიანებსაც, რომლებსაც ავტომობილი საერთოდ არ ჰყავთ.

შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც უწყება ირწმუნება, რომ ეს ტექნიკური ხარვეზით არის განპირობებული.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდ – police.ge-ზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლით გათვალისწინებული („შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა) ჯარიმების გამოქვეყნება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითრები გამოქვეყნდა ავტომატურად, ვიდეოჯარიმის პრინციპით, რის გამოც მოქალაქეებს მიუვიდათ მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელშიც წერია, რომ საჯარიმო ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე.

ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს”, – წერს შსს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *