ინდექსის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 86% აცხადებს, რომ დემოკრატია ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მაჩვენებლით საქართველო მეოთხე ადგილზეა. თუმცა, ინდექსის ძირითადი პარამეტრით, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის შეფასებით საქართველოს შედეგი 5-ბალიანი შეფასების სკალაზე 2.5-2.6-ის შუალედშია.
ხოლო უშუალოდ კანონის უზენაესობის კრიტერიუმში საქართველოს ქულა კიდევ უფრო დაბალია და ქვეყანა მკაფიოდ წითელ ზონაში იმყოფება.
თუმცა, საქართველოს მთავრობა აქცენტს აკეთებს ამ ინდექსის მხოლოდ ერთ კომპონენტზე, მთავრობის გამჭვირვალობაზე, რომელშიც მკაფიოდ მწვანე ზონაში არცერთი ქვეყანა არაა, ხოლო საქართველოს შედეგი სხა ქვეყნებთან შედარებით მართლაც ბევრად წინაა, თუმცა მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში სხვა არცერთ სუბ ინდექსზე, მათ შორის კანონის უზენაესობაზე და არც ინდექსის მთლიან შედეგზე არაა საუბარი.
“საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა „დემოკრატიების ალიანსი“, დემოკრატიის აღქმის 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დემოკრატიის აღქმების ყველაზე მასშტაბურ კვლევაზე მსოფლიოში, საქართველო, მთავრობის გამჭვირვალობით ევროპაში პირველ ადგილზეა. ამასთან საქართველო ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც მთავრობის გამჭვირვალობა ე.წ. „მწვანე ზონაში“, ანუ დადებითად არის შეფასებული,”- ნათქვამია მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.