ანგარიშიდან, რომელიც 2019-22 წლებს ფარავს, ირკვევა, რომ ხარვეზები არაერთი მიმართულებით გამოვლინდა.
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიული ხედვის შემუშავების პროცესი:
- სტრატეგია შემუშავებულია ცალკეული რეგიონის დასახლებებში არსებული მდგომარეობის და მოსახლეობის საჭიროებების საფუძვლიანი შესწავლის გარეშე.
- დაბალია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის დონე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
- არ არის შეფასებული განხორციელებული აქტივობების შედეგად მიღწეული პროგრესი და მათი გავლენა მაღალმთიანი დასახლებების განვითარებაზე.
მაღალმთიანი დასახლებისთვის სტატუსის მინიჭების პროცესი:
- ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენისთვის შეიცავს გარკვეულ უზუსტობებს.
- ვერ მივიღეთ რწმუნება გარკვეული დასახლებების დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭება, შეწყვეტა, შეჩერება, აღდგენა და მონიტორინგი:
- მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში ასახული ინფორმაცია არ არის ზუსტი და არ წარმოადგენს სანდო წყაროს.
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს/მუნიციპალიტეტს არ მიეწოდება ინფორმაცია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისთვის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების საფუძვლის არსებობის შესახებ.
- 2019-2022 წლებში მონიტორინგი მიმდინარეობდა ხარვეზებით.
- მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე ზედამხედველობა ატარებს ფორმალურ ხასიათს.
- აუდიტის შედეგად იდენტიფიცირებულ იქნა კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ დანამატის გაცემის შემთხვევები.
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება, შეჩერება, შეწყვეტა და მონიტორინგი:
არ არის დანერგილი მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მონიტორინგის სისტემა. სტატუსის მქონე პირების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ფაქტების გამოვლენა ხდება მხოლოდ მეწარმე სუბიექტების საქმიანობის საგადასახადო შემოწმების შედეგად.
საგადასახადო შეღავათების გავლენა მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარებაზე:
სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული აქტივობებით მიღწეული შედეგების ინდიკატორები ზოგადი ხასიათისაა, არ არის გაწერილი საბაზისო და მისაღწევი შედეგები.