რა განათლება და გამოცდილება აქვს ეკონომიკის ახალ მინისტრს?

რა განათლება და გამოცდილება აქვს ეკონომიკის ახალ მინისტრს?
“ქართული ოცნების” მთავრობის უახლესი საკადრო გადაწყვეტილების შედეგად, მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი გახდა. მან პოსტზე ლევან დავითაშვილი შეცვალა.

ქვრივიშვილის აქამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა და ამასთან, არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.

გთავაზობთ ინფორმაციას მარიამ ქვრივიშვილის სამუშაო გამოცდილების და განათლების შესახებ.

სამუშაო გამოცდილება

2021 წლის მაისიდან – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

2020 წლის 11 დეკემბრიდან – 2021 წლის მაისამდე – საქართველოს პარლამენტის წევრი (2020 წლის 17 დეკემბრიდან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 2020 წლის 17 დეკემბრიდან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი; 2021 წლის 5 იანვრიდან ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC), ძირითადი შემადგენლობა – საპარლამენტო დელეგაციის წევრი; ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), ძირითადი შემადგენლობა – საპარლამენტო დელეგაციის წევრი; ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA), ძირითადი შემადგენლობა – საპარლამენტო დელეგაციის წევრი; 2021 წლის 21 იანვრიდან პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე; 2021 წლის 18 თებერვლიდან საქართველოს პარლამენტში ისრაელის სახელმწიფოს; ამერიკის შეერთებული შტატების; ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის; კატარის სახელმწიფოს; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს; ესპანეთის სამეფოს; ლიბანის რესპუბლიკის; მაროკოს სამეფოს; პოლონეთის რესპუბლიკის; თურქეთის რესპუბლიკის; საუდის არაბეთის სამეფოს; საფრანგეთის რესპუბლიკის; ინდოეთის რესპუბლიკის; ქუვეითის სახელმწიფოს; შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფი – მეგობრობის ჯგუფის წევრი)

2019 წლის თებერვალი – 2020 წლის სექტემბერი – სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

2014 წლის სექტემბერი – 2019 თებერვალი – ტუროპერატორი კომპანიის „ვოიაჟერი“გენერალური დირექტორი / ავიაკომპანიის flydubai რეგიონალური მენეჯერი საქართველოში

2012 წლის თებერვალი – 2014 სექტემბერი – სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე

2010 – 2012 იანვარი – „აჭარა ჯგუფის“ ხელმძღვანელის მოადგილე ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით

განათლება

თავისუფალი უნივერსიტეტი (ESM Business School)

მაგისტრატურის კანდიდატი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ბიზნესის მართვის ფაკულტეტი/განხრა მარკეტინგი
ბაკალავრიატი

ბერკლის უნივერსიტეტი (კალიფორნია, აშშ)
ბიზნესის ადმინისტრირების მოკლევადიანი კურსი
ბაკალავრიატი

რა ქონებით მოვიდა საჯარო სექტორში და რა ქონებას ფლობს მარიამ ქვრივიშვილი?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *