რა დროს ვუთმობთ მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ვებსაიტებს?

რა დროს ვუთმობთ მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ვებსაიტებს?
როცა საქმე ვებსაიტის წარმატების გაზომვას ეხება, მხოლოდ ტრაფიკზე დაკვირვება საკმარისი არ არის. პლატფორმებს ერთმანეთისგან არა მხოლოდ ვიზიტორების რაოდენობა, არამედ ისიც განასხვავებთ, თუ რა დროს ატარებს თითოეული მომხმარებელი ვებგვერდზე. სწორედ ეს მონაცემი განსაზღვრავს, რა შემოსავალს დააგენერირებს ვებსაიტი განთავსებული რეკლამებიდან თუ გამოწერის სერვისებიდან.

Similarweb-ის თანახმად, ვებგვერდი, რომელსაც თვეში ყველაზე მეტი ინტერნეტმომხმარებელი სტუმრობს, Google-ია, თუმცა ადამიანები ამ საიტს იმდენ დროს არ უთმობენ, რამდენსაც, მაგალითად, Youtube-ს ან სოციალურ ქსელებს.

1) Google – ტრაფიკი: 140 მლრდ

2025 წლის თებერვლის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული ვებგვერდის დომენი Google.com-ია, რომელზეც ერთი სესია, დაახლოებით, 10 წუთსა და 47 წამს გრძელდება.

2) Youtube – ტრაფიკი: 80 მლრდ

პოპულარობით მეორე ადგილზე მსოფლიოში წამყვანი ვიდეოპლატფორმა Youtube-ია, რომელზეც მომხმარებელი ერთ ვიზიტზე ყველაზე მეტ დროს, საშუალოდ 20 წუთსა და 47 წამს ატარებს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ გასულ წელს ვებგვერდზე განთავსებული რეკლამებით იუთუბის შემოსავალმა $36.2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

3) Facebook – ტრაფიკი: 12 მლრდ

Facebook.com, რომელზეც მიმდინარე წლის თებერვალში 12 მილიარდზე მეტი სესია განხორციელდა და ყველაზე პოპულარულ ვებსაიტებში მესამე ადგილზეა, მომხმარებელი ერთ ვიზიტზე საშუალოდ 11 წუთს ატარებს.

4) Instagram – ტრაფიკი: 7.2 მლრდ

Similiarweb-ის თანახმად, Instagram-ის ვებგვერდზე თებერვალში 7.2 მილიარდი ვიზიტი განხორციელდა, თითოეულის ხანგრძლივობამ კი 8 წუთი და 41 წამი შეადგინა.

5) X – ტრაფიკი: 4.9 მლრდ

პოპულარობით მეხუთე, ვიზიტების ხანგრძლივობით კი მეორე დომეინი x.com-ია. მიუხედავად ილონ მასკის მიერ ტვიტერის შესყიდვის შემდეგ პლატფორმისადმი მზარდი კრიტიკისა, ვებგვერდზე თვიური ტრაფიკი თითქმის 5 მილიარდია, თითოეული სესიის ხანგრძლივობა კი 12 წუთი და 37 წამია.

6) WhatsApp.com – 12:26 წთ

7) ChatGPT.com – 06:07 წთ

8) Wikipedia.com – 03:18 წთ

9) Reddit.com – 06:07 წთ

10) Yahoo.com – 07:43 წთ

უნდა აღინიშნოს, რომ ვებგვერდის პოპულარობა პლატფორმის პოპულარობას არ განსაზღვრავს. მაგალითად, შეიძლება Whatsapp-ის ვებსაიტი ამ რეიტინგში მეექვსე ადგილზეა, თუმცა ის მობილურ აპლიკაციათა ჩამონათვალში მუდმივად იკავებს მოწინავე პოზიციებს და ყველაზე გავრცელებული სამესიჯო პლატფორმაც არის. ამავე დროს, emarketer-ის ინფორმაციით, TikTok-ის მომხმარებელი ვიდეოების ყურებაში დღეში საშუალოდ 58 წუთსა და 24 წამს ატარებს, თუმცა ტიკტოკის ვებგვერდზე ვიზიტის ხანგრძლივობა მხოლოდ 4 წუთია და ეს პლატფორმა რეიტინგში მე-14 ადგილს იკავებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *