რა ეტაპზეა სომხეთის ერთადერთი მილიარდერის, რუბენ ვარდანიანის სასამართლო ბაქოში?

რა ეტაპზეა სომხეთის ერთადერთი მილიარდერის, რუბენ ვარდანიანის სასამართლო ბაქოში?
აზერბაიჯანში გრძელდება სომეხი მილიარდერისა და ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, რუბენ ვარდანიანის სასამართლო პროცესი. ვარდანიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ პერიოდში, 2023 წლის სექტემბერში დააკავეს, როცა ის ტერიტორიის დატოვებას ცდილობდა.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ვარდანიანს სდებს ბრალს მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში, აგრეთვე – აგრესიული ომის წამოწყებასა და დაფინანსებაში, ტერორიზმთან კავშირსა და მისი დაფინანსებაში. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. გასულ თვეებში მან პროტესტის ნიშნად შიმშილობაც გამოაცხადა.

მილიარდერს, რომელიც ყარაბაღში 2022 წელს დასახლდა და მოგვიანებით ამ ტერიტორიის ე.წ. სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა, პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 20 სხვადასხვა მუხლის დარღვევას ედავება. თითოეული მათგანი მრავალი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებებს შორისაა წამება, საერთაშორისო სამხედრო წესების დარღვევა და ტერორისტული აქტივობების მხარდაჭერა. ნაწილი მუხლებისა 1992-1994 წლების პირველი ყარაბაღის ომში სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებებს უკავშირდება.

რუბენ ვარდანიანის ქონებას ამერიკული Forbes-ი $1.2 მილიარდად აფასებს.

სასამართლო პროცესის შემდეგი სხდომა უახლოეს დღეებშია დაგეგმილი. ვარდანიანის ადვოკატები ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ დაცვის მხარე საქმის საერთაშორისო დონეზე გადატანასაც განიხილავს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *