რა ვალდებულებით ათავისუფლებს მთავრობა „ამბასადორი აილენდ ბათუმს“ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან?
მთავრობა კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან ერთი წლით ათავისუფლებს, იმ მიზანი რომ ბათუმში, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოაწყოს.
მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული 726-ე განკარგულების მიხედვით, კომპანიამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში კვირიკეს ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარე ტერიტორიაზე 1 500 000 მ3 სასარგებლო წიაღისეული (კვირიკეს ტუფობრექჩიები და ანდეზიტო-ბაზალტები0 უნდა მოიპოვოს.
მთავრობა „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების სანაცვლოდ ავლდებულებს ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთ თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში 365 217 ლარი გადაიხადოს.
ლიცენზიის გათავისუფლების ვადის გასვლიდან 2 კვირაში კი კომპანიამ სახელმწიფოს მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.