ევროპარლამენტარი სებასტიან ტინკინენი: „ჩვენ მეტ-ნაკლებად მშვიდად ვუყურებდით იმას, თუ როგორ გადაიქცა საქართველო ავტორიტარულ სახელმწიფოდ, მათ შორის, რუსეთის მიერ შთაგონებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონები და საპროტესტო აქციებისა და ოპოზიციის ჩახშობა. ევროკავშირი უფრო მკაცრი და გადამწყვეტი უნდა იყოს, როდესაც ვხედავთ, რომ კანდიდატი ქვეყანა ხდება ადგილი, სადაც ჩვენი მტრების იდეალები ასეთ დომინანტობას იძენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეცდომა აღარ გავიმეოროთ“.
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: “ქართველი ხალხი რუსეთთან არ დგას და ისინი თავის პერსპექტივას რუსეთთან არ ხედავენ, რაც, როგორც ჩანს, ეწინააღდმეგება ივანიშვილის რეჟიმს. უნდა შევაფასოთ რა მზადდება კონგრესში, ვაშინგტონში. რაღაცა მზადდება ორპარტიული მიდგომით და ასევე ბრიტანელებმა მიიღეს ზომები, და ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ. ვუერთდები მოწოდებას, რომ თუ ორბანი ბლოკავს ევროკავშირის დონეზე ზომებს, მაშინ მაინც არსებობს გარკვეული კოორდინაცია ჩვენი აღმასრულებელი მხრიდან სხვა წევრ სახელმწიფოებთან, რომ ზომები მიიღონ რეჟიმისა და, კონკრეტულად, ბატონი ივანიშვილის წინააღმდეგ. თუ არ მეშლება, ის ასევე საფრანგეთის მოქალაქეა, ასე რომ, თუ მას რაიმე აქტივები გააჩნია საფრანგეთში, ასევე რაღაც ზომები შესაძლოა იქნას მიღებული”.
ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო: “ვითარება გვაქვს, როდესაც დემოკრატიული მისწრაფებების მქონე ხალხი ძალიან რთულ ვითარებაშია მაფიური ავტორიტარული რეჟიმის პირობებში. ამ მომენტში ვხედავთ ევროკავშირის წარუმატებლობას, უპასუხოს ქართველი ხალხის ამ მისწრაფებებს და რეპრესიებს, რომელსაც აწარმოებს “ქართული ოცნება”. ევროკავშირის მხრიდან პასუხის ნაკლებობა ან პასუხის არასაკმარისობა ასევე დადის ვიქტორ ორბანის როლამდე, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ “პატრიოტები” ყურადღებას არ აქცევს ამ ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. ვხედავთ, რომ უნგრეთმა არსებითად გადაწყვიტა აღკვეთოს ევროკავშირის მიერ მიზნობრივი სანქციების შემოღება იმ პირების წინააღმდეგ, რომელთა სახელებიც ცნობილია. ვიცით სახელები რეჟიმში, რომელმაც გადაწყვიტა საქართველო ძალიან რთულ ვითარებაში მოაქციოს.
ერთი მხრივ, წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებ, ეროვნული ზომები მიიღონ და ზოგიერთმა მათგანმა მიიღო ისინი და ამას მივესალმები. ზოგიერთი ფეხს ითრევს და, ვფიქრობ, ამაზე უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, უფრო მარჯვეები ვიყოთ. ასევე მოვუწოდებ ევროკომისიას, რომ ნათლად დაინახონ, რა ხდება აქ USAID-ის გაწვევის ფონზე, როდესაც სუსტდება დამოუკიდებელი მედია, რომელიც აშშ-მა მიატოვა. უნდა ვიმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ვინაიდან შეუძლებელია მთავრობასთან მუშაობა, რომელსაც დე ფაქტო ლეგიტიმურობა არ გააჩნია”.
ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე: საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი დე ფაქტო შეჩერებულია. „ქართული ოცნების“ მიერ თვითდანიშნულმა ხელისუფლებამ დისტანცირება მოახდინა ევროკავშირისგან, შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, ანადგურებს ღირებულებებს, რომელზედაც დამყარებულია ჩვენი თანამშრომლობა და აქტიურად უტევს EU-ს მტრულად განწყობილი რიტორიკითა და დეზინფორმაციით. ამის საპირისპიროდ ათასობით ქართველი აგრძელებს ყოველ დღე ქუჩებში გამოსვლებს და იბრძვის თავისი ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული მომავლისთვის.
ანგარიშის თავდაპირველი პროექტი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის ბოლო სამ რეზოლუციას ემყარება. ძირითადი პუნქტები შემდეგია: ჩვენ ვგმობთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლას, რომელმაც დასასრულს 2024 წლის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებით მიაღწია. ჩვენ უარს ვაცხადებთ თვითდანიშნული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების აღიარებაზე. ვგმობთ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ძალადობას. სამწუხაროდ, წევრი ქვეყნების საპასუხო რეაქცია, რამდენიმეს გარდა, მათ შორის საბჭოსა და კომისიის რეაქცია არაადეკვატური იყო. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება წევრი ქვეყნების მხრიდან სასწრაფო და კარგად კოორდინირებული სანქციები დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მეორე, ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკას საქართველოს მიმართ, მათ შორის უვიზო რეჟიმისა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ. მესამე, ჩვენ უფრო მნიშვნელოვნად უნდა დავუჭიროთ მხარი სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას. ჩვენი წესების მიხედვით, ანგარიშის საწყისი პროექტი მოცულობით შეზღუდულია. უახლოეს კვირებში გვექნება შესაძლებლობა კიდევ უფრო დავაზუსტოთ ჩვენი პოზიცია და ცვლილებები წარვადგინოთ. გულწრფელად რომ გითხრათ, დასამატებელი ბევრი არ არის, რადგან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია“.