რა იქნება აშშ-ში საქართველოს ელჩად წარდგენილი თამარ ტალიაშვილის დავალება? – ირაკლი კობახიძის გა

“გვინდა, აშშ-სთან კონკრეტული გზამკვლევით, ამოცანებით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და ელჩის ამოცანაც ეს არის, რომ ამ ყველაფერში აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია დაარწმუნოს”, – ამის შესახებ “ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მილანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველოს ძალიან მალე ეყოლება ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურად დანიშნული ელჩი.

„ნამდვილად იყო სპეკულაციები ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ მიიღო ე.წ. აგრემანი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და საქართველოს ძალიან მალე ეყოლება ოფიციალურად დანიშნული ელჩი, უკვე წარდგინება არის გაგზავნილი პრეზიდენტთან და თამარ ტალიაშვილი, რომელიც არის გამორჩეულად ღირსეული კანდიდატი ამ პოსტისთვის, იქნება დანიშნული ელჩის პოზიციაზე. რაც შეეხება ამოცანას, ამოცანა არის აბსოლუტურად ცხადი – ჩვენ ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვესახება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარება. ჩვენ პირველ რიგში ვსაუბრობთ სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობაზე და უფრო მეტიც, ჩვენ ვაცხადებთ ღიად, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ამოცანებით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ელჩის ამოცანაც, რომ დაარწმუნოს ამ ყველაფერში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ღირებულებითი თანხვედრის პირობებში ეს ურთიერთობები გადაიტვირთება და სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ბრძოლა გრძელდება ახალ ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია იქნება სრულად წარმატებული ამ ბრძოლაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი იქნება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *