ბოლო რამდენი დღეა, რაც ინტერნეტსივრცეში აქტიურად ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ თითქმის 25 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ 55 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსი და 80 წლის მაიკლ დუგლასი განქორწინებას აპირებენ.
ანონიმური წყაროები ირწმუნებიან, რომ წყვილმა საერთო ქონების გაყიდვა უკვე დაიწყო. მათივე თქმით, განქორწინების მიზეზი მაიკლის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. როგორც ისინი ამბობენ, დუგლასს ასაკი დაეტყო – უჭირს სიარული და დროს ძირითადად სახლში ატარებს. ცხოვრების ასეთი წესი კი კეტრინს აღარ მოსწონს.
ამ ამბავმა წყვილის ძალიან ბევრ გულშემატკივარს დასწყვიტა გული – თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არც მაიკლ დუგლასს და არც კეტრინ ზეტა ჯონსს არ გაუკეთებია. აღსანიშნავია ისიც, რომ წყვილის სავარაუდო განქორწინებაზე ჯერჯერობით არცერთ პრესტიჟულ გამოცემას არ დაუწერია.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გულშემატკივრები ხშირად ამოწმებენ მაიკლისა და კეტრიინის სოციალურ ქსელებს.
გთავაზობთ, წყვილის ბოლო აქტიურობას ინტერნეტსივრცეში.
მაიკლ დუგლასმა ლაშქრობიდან ფოტოები გაავრცელა, სადაც თავის მეგობრებთან ერთად იმყოფება:
View this post on Instagram
კეტრინმა კი სერიალიდან „უენსდეი”კადრები გამოაქვეყნა:
View this post on Instagram