რა სფეროები აინტერესებთ თურქ ინვესტორებს საქართველოში? – ოსმან ჩალიშქანის მოსაზრება

რა უნდა ისწავლოს თურქეთისგან, საქართველოს ტურიზმმა? – ოსმან ჩალიშქანის მოსაზრება

რა სფეროები აინტერესებთ თურქ ინვესტორებს საქართველოში? – ოსმან ჩალიშქანის მოსაზრება

Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, რომ თურქ ინვესტორებს საქართველოში: ქარის, მზის ენერგეტიკა და სოფლის მეურნეობის სფერო აინტერესებთ.

მისი თქმით, მზის და ქარის ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტიცია უკვე ჩაიდო.

„ერთ-ერთმა ჩვენმა წევრმა კომპანიამ 460 მილიონის ახალ ინვესტიცია დაიწყო. უკვე ხელშეკრულება გაფორმდა, ქარის ენერგეტიკა და კახეთში მზის ენერგეტიკაზე, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროში ვფიქრობთ რა შეიძლება გაკეთდეს – თურქეთში ყინვის გამო, თხილი და ზოგი ხილი გაფუჭდა და შეიძლება ეს აქ გაკეთდეს და შემდეგ გაიგზავნოს თურქეთში. ასევე [საინტერესოა] ავეჯის თემა“, – განაცხადა მან.

ოსმან ჩალიშქანმა ასევე იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელსაც ინვესტორები საქართველოში აწყდებიან და რის გამოც ინვესტიციის განხორციელებისგან თავს იკავებენ. მან უპირველეს პრობლემად ადამიანური რესურსის ნაკლებობა და ქვეყანაში შექმნილი გარემო დაასახელა.

„საქართველოში ადამიანური რესურსის პრობლემაა. ბევრი ინვესტორი აგზავნის შეტყობინებას და რეკლამას აკეთებს, რომ სოფლიდან გვინდა ადამიანური რესურსი მოვიზიდოთ, რომ მათ იმუშაონ და თან ვასწავლოთ, მაგრამ სოფლებში ახალგაზრდები აღარ არის. უკვე რუკა ავიღეთ ხელში და ვეძებთ [სოფლებში] სად შეიძლება იყოს სამუშაო ძალა, ხალხი. ანაზღაურება კარგია, მაგრამ ახალგაზრდები არ არიან, წასულები არიან სხვა ქვეყანაში, ამიტომ იქ გვინდა ინვესტიციის გაკეთება, სადაც ნაკლები სამუშაო ძალაა საჭირო.

ასევე ინვესტორმა, რომ ქვეყანაში ინვესტიცია განახორციელოს, მას პირველ რიგში აინტერესებს რა ხდება იმ ქვეყანაში – ამინდი, ასევე არის თუ არა ადგილი ინვესტიციისთვის, ასევე სფერო აინტერესებთ და ადამიანური რესურსი და თან ეს ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული“, – განაცხადა ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ.

რა უნდა ისწავლოს თურქეთისგან საქართველოს ტურიზმმა? – ოსმან ჩალიშქანის მოსაზრება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *