“საგადასახადო დავებში გავდივართ ორ იერარქიას შემოსავლების სამსახურსა და დავების საბჭოს. აღსანიშნავია, რომ ეს ორივე სისტემა უფასოა და პირი გასაჩივრებაში რაიმე მოსაკრებელს არ იხდის. მიუხედავად იმისა, რომ კანონით შეგვიძლია პირდაპირ გავასაჩივროთ საქმე სასამართლოში, ყოველთვის ვურჩევ, რადგან ეს ხარჯებს არ მოიაზრებს, აუცილებლად გავასაჩივრონ ჯერ სისტემაში [შემოსავლების სამსახურსა და დავების საბჭოში]”, – ამბობს ის.
იურიდიული კომპანიის წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ მოქმედი კანონით 100 ათასი ლარის გადაუხდელობის გამო, მეწარმის წინააღმდეგ კანონი სისხლის სამართლის დევნას ითვალისწინებს, რაც შესაცვლელია. როგორც ის ამბობს, არ შეიძლება 100 ათასი ლარის გადაუხდელობის გამო ადამიანის სისხლის სამართლის წესით პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
“ერთ-ერთი კომპონენტი იმის, რომ კანონი შესრულდეს მისი ძალმოსილებაა, ანუ ის თუ რა იძულებითი ღონისძიებები დგას მის უკან. ეს იძულებითი წესები, სამწუხაროდ, ითვალისწინებს სისხლის სამართლის წესით დასჯასაც გარკვეული ოდენობის შემთხვევაში. ეს ოდენობა დაახლოებით 20 წლის წინ არის დადგენილი და ამ დრომდე არ შეცვლილა. როცა საკანონმდებლო ცვლილებებზე მიდგება ხოლმე საქმე, არაერთხელ დადგა ინიციატივა რომ ეს შეიცვალოს, რადგან ვეღარ აკმაყოფილებს იმ პირობას, რის გამოც ადამიანი შეიძლება პასუხისგებაში მიეცეს. ამიტომ ვფირობ, რომ ეს თანხა უნდა შეიცვალოს, რადგან იმ დროს ლარის მსყიდველუნარიანობა სხვა იყო”, – ამბობს კაჭკაჭაშვილი.